Accessibility links

logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ტერორიზმში ადანაშაულებს საქართველოს


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს მოუწოდა შეერთებულ შტატებს, გაეროსა და ეუთოს, ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, რათა მან ბოლო მოუღოს „ტერორისტულ ქმედებებს“ გალის რაიონში. სამინისტროს განცხადებით, გალის რაიონში „ტერაქტების სტატისტიკა მოწმობს იმაზე, რომ საქართველო ახორციელებს მიზანმიმართულ კამპანიას აფხაზეთის ამ რაიონის მოსახლეთა დასაშინებლად“. დე ფაქტო საგარეო უწყება ქართულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას გალის რაიონში „დაძაბულობის გამწვავებაზე“ და ჟენევის დისკუსიების დანარჩენ მონაწილეებს მოუწოდებს, რომ „ტერორისტული ქმედებები“ შეაწყვეტინონ საქართველოს. ჯერ არ არის ცნობილი საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ ბრალდებებზე.
XS
SM
MD
LG