Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე: საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს კვირას გამოაცხადებენ


ეგვიპტის საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გასულ შაბათ-კვირას ჩატარებული საპრეზიენტო არჩევნების ოფიციალური შედეგი კვირას გახდება ცნობილი. არჩევნებში მონაწილე ორივე კანდიდატი თავს გამარჯვებულად აცხადებს - როგორც მუსულმანთა საძმოს კანდიდატი, მუჰამედ მორსი, ისე აჰმედ შაფიკი, რომელიც ბოლო პრემიერ-მინისტრი იყო აწ უკვე დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მთავრობაში. თავდაპირველი ინფორმაციით, შედეგი ხუთშაბათს, 21 ივნისს უნდა გამხდარიყო ცნობილი - თუმცა მისი გამოცხადება შეფერხდა ორივე კანდიდატის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვის გამო. კაიროს ცენტრში, თაჰრირის მოედანზე ათასობით ადამიანი იკრიბება შედეგის გამოცხადების მოლოდინში. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ მმართველი სამხედრო საბჭოს წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირაში საკუთარ თავს მნიშვნელოვანი საკანონდებლო და აღმასრულებელი უფლებამოსილებები მიანიჭა - მას შემდეგ, რაც დაშალა პარლამენტი, რომელშიც დომინანტურ ძალას ისლამისტები წარმოადგენდნენ.
XS
SM
MD
LG