Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასადი ახალ მთავრობას აყალიბებს


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა გასცა ბრძანება ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ. ჯერ ორი თვეც არ არის გასული კამათის საგნად ქცეული საპალამენტო არჩევნებიდან, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ტელევიზიის თანახმად, ახალ მთავრობას უხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მინისტრი, რიად ჰიჯაბი - რომელიც ასადის ერთგული მოკავშირე და მმართველი ბაათის პარტიის გავლენიანი წევრია. განცხადების თანახმად, პოსტს შეინარჩუნებს საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი, ისევე, როგორც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. პარალელურად, ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, რომ პარასკევს ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარ შეტაკებებს სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG