Accessibility links

logo-print

ირანელმა დისიდენტებმა პარიზში აქცია გამართეს


დღეს პარიზში ამჟამად უცხოეთში მცხოვრებმა, ათასობით ირანელმა დისიდენტმა აქცია გამართა. მათ მოთხოვნას წარმოადგენდა ირანში დემოკრატიული ცვლილებების გატარება, ისევე როგორც დახმარების აღმოჩენა ერაყის ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრები ირანელი ოპოზიციონერებისთვის. დღევანდელი აქციის ორგანიზატორი ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭო იყო. აქცია პარიზის შემოგარენში გაიმართა. საბჭო - რომელიც აშშ-ს შეყვანილი ჰყავს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში - აცხადებს, რომ აქციაზე 100,000-მდე ადამიანი მივიდა. უცხოეთში მცხოვრები დისიდენტების ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიამ რაჯავიმ აქციაზე თქვა, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ათწლეულები დაკარგეს თეირანის დაშოშმინების მცდელობაშიო. მისი თქმით, ამ ქვეყნებმა მხარი ირანის ოპოზიციას უნდა დაუჭირონ. მან ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი ზედმეტად ნელა ირჯება ჯგუფისთვის ტერორისტის სტატუსის მოხსნის საქმეში.
XS
SM
MD
LG