Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ დააკავეს „ქართული ოცნების“ ახმეტის ოფისის ხელმძღვანელი


საქართველოს მედიით გავრცელებული ცნობის თანახმად, დღეს დააკავეს „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელი, ზაქარია ქინქლაძე. როგორც საინფორმაციო საშუალებებს ქინქლაძის ვაჟმა, ლევან ქინქლაძემ აცნობა, მამამისს დღეს დილით ავტოსადგომზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთან და, სავარაუდოდ, ამის გამო დააკავეს. ლევან ქინქლაძე მამამისის დაკავებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ჟურნალ „ლიბერალის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ზაქარია ქინქლაძის დაცვაზე ადგილობრივმა ადვოკატებმა უარი თქვეს და ადვოკატის ჩამოყვანა ახლობლებს თელავიდან მოუხდათ. ზაქარია ქინქლაძე საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი და ახმეტაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელია.
XS
SM
MD
LG