Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის ახალი მთავრობის ორი წევრი ავადმყოფობის გამო ევროკავშირის სამიტს გააცდენს


დიდი ეკონომიკური პრობლემების მქონე საბერძნეთი აცხადებს, რომ მისი ახალი პრემიერ-მინისტრი შაბათს ჩატარებული თვალის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და ვერ შესძლებს მონაწილეობის მიღებას ევროკავშირის მნიშვნელოვან სამიტში. ანტონის სამარასის ექიმის თქმით, პრემიერ-მინისტრისთვის ჯერჯერობით ფრენა არ შეიძლება. სამარასს გაპრემიერებიდან სამ დღეში ბადურის ჩამოშლის დიაგნოზის გამო დასჭირდა ოპერაცია. სამიტს ასევე გააცდენს საბერძნეთის ახალი ფინანსთა მინისტრი, ვასილის რაპანოსი - რომელიც პარასკევს გახდა ცუდად და საავადმყოფოში მოხვდა. მის ნაცვლად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს მიმავალი ფინანსთა მინისტრი, გიორგოს ზანიასი - რომელიც საბერძნეთისთვის საერთაშორისო დახმარების გამოყოფის პროცესში ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი იყო. სამიტში მონაწილეობას ასევე მიღებს ქვეყნის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრის ავრამოპულოსი. სამიტი ბრიუსელში 28 და 29 ივნისს გაიმართება. როგორც ვარაუდობენ, ამ შეხვედრაზე საბერძნეთი შეეცდება მიაღწიოს დახმარების პირობების გადახედვას. ამჟამად დახმარების გამოყოფის მთავარი პირობა საბერძნეთის მიერ საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომების გატარებაა.
XS
SM
MD
LG