Accessibility links

logo-print

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დასახელდა მუსულმანთა საძმოს კანდიდატი


ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ ისლამისტური მუსულმანთა საძმოს კანდიდატი, მუჰამედ მორსი გამოაცხადა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად. კომისიის თანახმად, მორსიმ მცირე უპირატესობით აჯობა კენჭისყრაზე თავის მეტოქეს, აჰმედ შაფიკს - რომელიც ბოლო პრემიერ-მინისტრი იყო აწ უკვე დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მთავრობაში. კომისიის ცნობით, მორსიმ ხმათა 51.7 პროცენტი მოიპოვა, შაფიკს კი 48.3 პროცენტი ერგი. კაიროს თაჰრირის მოედანზე შეკრებილი მორსის ათი ათასობით მომხრე შედეგის გამოცხადებას სიხარულით შეხვდა. 16 და 17 ივნისს ჩატარებულმა კენჭისყრამ - რომელიც ეგვიპტისთვის პირველი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები იყო - ეგვიპტის საზოგადოება გახლიჩა. ნაწილს მუბარაქის სტილის სამხედრო მმართველობის დაბრუნების ეშინოდა, ნაწილი კი შიშობს, რომ მუსულმანთა საძმო პრეზიდენტის პოსტზე ისლამისტური პროგრამით მოვა. საარჩევნო კომისიის თანახმად, კენჭისყრაზე ამომრჩევლის აქტივობა 51.8 პროცენტი იყო.
XS
SM
MD
LG