Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობით, „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელს ბრალი ხულიგნობაში ედება


საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელის, ზაქარია ქინქლაძის ადვოკატის, ქეთევან ზაქარიაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქინქლაძეს, რომელიც დღეს დააკავეს, ბრალი ხულიგნობაში ედება. ზაქარია ქინქლაძის დაკავების ცნობა მედიას მისმა ვაჟმა, ლევან ქინქლაძემ მიაწოდა. მისი თქმით, მამამისს დღეს დილით ავტოსადგომზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთან. ლევან ქინქლაძე მამამისის დაკავებას მის პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს.
XS
SM
MD
LG