Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის პერიოდის პრემიერ-მინისტრი ტრიპოლიში დააბრუნეს


ტუნისმა მოახდინა ლიბიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სამშობლოში ექსტრადიცია. ლიბიის დროებითი ეროვნული საბჭო ადასტურებს, რომ ალ-ბაღდადი ალ-მაჰმუდი კვირას თვითმფრინავით ჩაიყვანეს ტრიპოლიში. ალ-მაჰმუდი ლიბიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმის ბოლო დღემდე, გასულ აგვისტომდე მსახურობდა. ის სექტემბერში დააპატიმრეს, ტუნისთან საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის, როცა გაქცევას ცდილობდა ალჟირში - რომელსაც კადაფის ოჯახის წევრები აფარებდნენ თავს. ლიბია მის ექსტრადიციას მოითხოვდა, თუმცა ტუნისის მთავრობის შიგნით უთანხმოება იყო იმის თაობაზე, უნდა გაეგზავნათ თუ არა ის თავის ქვეყანაში. ტუნისის და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის ამნესტი ინტერნეიშენალი და ჰიუმან რაიტს უოჩი აცხადებდნენ, რომ ლიბიაში დაბრუნების შემთხვევაში მას სიკვდილის, ან წამების საფრთხე ემუქრებოდა.
XS
SM
MD
LG