Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ზაქარია ქინქლაძის დაკავება ხულიგნობის გამო მოხდა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელის, ზაქარია ქინქლაძის დაკავების შესახებ. სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ხულიგნობის ფაქტზე. სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზაქარია ქინქლაძე 24 ივნისს სოფელ ქისტაურის მკვიდრს, პაატა სუხიშვილს ავტოსადგომზე „დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც დაახლოებით 40-მდე თვითმხილველი შეესწრო“. ცნობის თანახმად, თელავის რაიონულმა სასამართლომ ზაქარია ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ზაქარია ქინქლაძის დაკავების ცნობა დღეს უფრო ადრე მედიას მისმა ვაჟმა, ლევან ქინქლაძემ მიაწოდა. მისი თქმით, მამამისს დღეს დილით ავტოსადგომზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთან. ლევან ქინქლაძე მამამისის დაკავებას მის პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს.
XS
SM
MD
LG