Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ლიდერები მუჰამედ მორსის გამარჯვების ცნობაზე რეაგირებენ


მსოფლიოს ლიდერები პასუხობენ დღეს გავრცელებულ ცნობას, რომ ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება „მუსულმანთა საძმოს“ კანდიდატმა, მუჰამედ მორსიმ მოიპოვა. აშშ-მა მორსის „მნიშვნელოვანი გამარჯვება“ მიულოცა. თეთრი სახლის თქმით, ეგვიპტის მთავრობამ კვლავაც უნდა შეასრულოს ამ ქვეყნის ფუნქცია, რომელიც რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში გამოიხატება. ისრაელმა განაცხადა, რომ „პატივისცემით ეკიდება“ ეგვიპტის არჩევნების შედეგს და მოელის, რომ „გააგრძელებს ეგვიპტესთან თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე“. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა პრეზიდენტს „ეგვიპტის საზოგადოების შიგნით ხიდების გადებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ“ მოუწოდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეგვიპტე „ისლამური გამოღვიძების“ ბოლო ფაზაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG