Accessibility links

logo-print

მორსი ეგვიპტეს გაერთიანებას ჰპირდება


ეგვიპტის არჩეულმა პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ, რომელიც ისლამისტურმა მოძრაობა ”მუსლიმანთა საძმოს” კანდიდატი იყო, ტელემიმართვაში ეგვიპტელებს აღუთქვა, რომ იქნება ”ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტი”. მორსიმ განაცხადა, რომ რევოლუცია არ დასრულდება, ვიდრე ყველა წამოყენებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და დაამატა, რომ ეგვიპტე ყველა საერთაშორისო შეთანხმებას შეასრულებს. მანამდე, კვირას, ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა არჩევნების ოფიციალური შედეგები. მუჰამედ მორსიმ ხმების 51,7 პროცენტი დააგროვა. მისმა კონკურენტმა, ყოფილმა პრემიერმა აჰმედ შაფიკმა კი 48,3. ამომრჩეველთა აქტივობამ 51,8 პროცენტი შეადგინა.
XS
SM
MD
LG