Accessibility links

logo-print

ტუნისის პრეზიდენტმა ლიბიისათვის ყოფილი პრემიერის გადაცემა უკანონოდ მიიჩნია


ტუნისის პრეზიდენტმა მონსეფ მარზუკიმ უკანონო უწოდა ლიბიისათვის ბაღდადი ალ-მაჰმუდის გადაცემას, რომელიც მუამარ კადაფის რეჟიმის დროს პრემიერ-მინისტრი იყო. ტუნისის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ჰამალი ჯებადიმ პრეზიდენტთან კონსულტაციის გარეშე მიიღო. ალ-მაჰმუდი ლიბიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმის ბოლო დღემდე, გასულ აგვისტომდე მსახურობდა. ის სექტემბერში დააპატიმრეს, ტუნისთან საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის, როცა გაქცევას ცდილობდა ალჟირში, რომელსაც კადაფის ოჯახის წევრები აფარებდნენ თავს. ლიბია მის ექსტრადიციას მოითხოვდა, თუმცა ტუნისის მთავრობის შიგნით უთანხმოება იყო იმის თაობაზე, უნდა გაეგზავნათ თუ არა ის თავის ქვეყანაში. ტუნისის და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის ”ამნესტი ინტერნეშნლი” და ”ჰიუმენ რაიტს უოჩი” აცხადებდნენ, რომ ლიბიაში დაბრუნების შემთხვევაში მას სიკვდილის, ან წამების საფრთხე ემუქრებოდა.
XS
SM
MD
LG