Accessibility links

logo-print

თურქეთის კაბინეტმა უნდა იმსჯელოს, როგორ უპასუხოს სირიის აგრესიას


თურქეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სირიის 30-მა სამხედრომ, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრებმა, დატოვეს სირია და თურქეთში გადავიდნენ ოჯახებით. ეს ამბავი მაშინ გავრცელდა, როცა თურქეთის კაბინეტი აპირებს შეკრებას და მსჯელობას, თუ როგორ უპასუხოს სირიის შეიარაღებული ძალების მიერ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას. ანკარა ამტკიცებს, რომ მისი თვითმფრინავი, პარასკევის ინციდენტის დროს, საერთაშორისო საჰაერო სივრცეშიმოძრაობდა. თურქეთმა ნატოს სთხოვა, საგანგებო სხდომა გამართოს და იმსჯელოს მომხდარზე. თურქეთის ანადოლუს სააგენტოს თანახმად, 33 სირიელი სამხედრო, მათ შორის ორი პოლკოვნიკი, თურქეთში გადავიდნენ ოჯახებით. თურქეთში 30 ათასი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG