Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას


”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას, რაც კოალიციის ამოსავალი წერტილია. ”აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რა მოლოდინი აქვს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, მაგრამ საუბარი, რომელიც აფხაზებსა და ოსებთან აუცილებლად შედგება, საბოლოო მიზნად დაისახავს სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სუვერენიტეტის შენარჩუნებას”, - განაცხადა ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, კოალიცია "ქართულ ოცნებას" აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა აწარმოოს კონფლიქტურ მხარეებთან პირდაპირი დიალოგი და შესაბამისი რესურსის გამოყენებას ოქტომბრიდან დაიწყებს.
XS
SM
MD
LG