Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი: საუკეთესო დრო შევარჩიეთ გაეროს კომისიაში საჩივრის შესატანად


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის გამო გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას 2-3 კვირაში დაიწყებს - ამის შესახებ დღეს თბილისში განაცხადა კოალიციის წევრმა თინა ხიდაშელმა. მისი განმარტებით, საქმე ეხება "ქართული ოცნების”' მიერ უცხოელი ადვოკატების დახმარებით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ 20 ივნისს შეტანილ საჩივარს. ის შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას და უარს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების შესახებ. "მიგვაჩნია, რომ გაეროს კომისიაში საჩივრის შესატანად საუკეთესო დრო შევარჩიეთ, რადგან 20 ივნისს გაეროში, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან შეკრების თავისუფლების საკითხებში ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოზე საუბრისას ცალსახად აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის საწინაააღმდეგო ქმედებები ქვეყანაში არჩევნების ლეგიტიმაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
XS
SM
MD
LG