Accessibility links

რუსი ოპოზიციონერი „აეროფლოტის“ დირექტორთა საბჭოში აირჩიეს


ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, ანტიკორუპციული ბლოგერი, ანდრეი ნავალნი ორშაბათს რუსეთის უდიდესი ავიაკომპანიის, „აეროფლოტის“ დირექტორთა საბჭოში აირჩიეს. ნავალნი დაასახელა „ეროვნული რეზერვის ბანკის“ საბჭომ. ეს ბანკი ეკუთვნის მედიამაგნატ ალექსანდერ ლებედევს, რომელიც „აეროფლოტის“ 15- პროცენტიანი წილის მფლობელია. პროფესიით იურისტმა, ნავალნიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო დეკემბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებისშემდგომ საპროტესტო გამოსვლებში. ახლა ნავალნი მოწმედ გადის პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობის საქმეში. მას ხშირად ასახელებენ მომავლის საპრეზიდენტო კანდიდატად. თვითონ ნავალნი არ გამოროიცხავს, რომ ოდესმე პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლებს.
XS
SM
MD
LG