Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პოლიციის ათეულობით ოფიცერი მოიწამლა


ავღანეთში, პოლიციის 40-მდე ოფიცერი მოხვდა საავადმყოფში მოწამვლის ნიშნებით. ლაშქარგაჰის პოლიციის აკადემიის ოფიცრები საავადმყოფში წაიყვანეს, როცა მათ თავის ტკივილი და გულისრევა დაეწყოთ. ჰელმანდის პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა, დავუდ აჰმადიმ განაცხადა, რომ ერთი ოფიცერი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დანარჩენები მომჯობინდნენ. აჰმადის თქმით, საქმის გამოძიება დაიწყო. მსგავსი ინციდენტები ავღანეთში ადრეც იყო, თუმცა მოწამვლის სამიზნე სკოლის მოსწავლე გოგონები იყვნენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG