Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ისრაელში მოგზაურობს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ისრაელში ჩავიდა. მისი ვიზიტის ფონია რუსეთის დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან სირიის მოვლენების და ირანის სადავო ბირთვული პროგრამის გამო. ისრაელის ლიდერებთან პუტინის მოლაპარაკების მთავარი თემები ირანი და სირიაა. რუსეთის პრეზიდენტი ხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტანიაჰუს და პრეზიდენტ შიმონ პერესს. პუტინის თანდასწრებით ქალაქ ნეტანიაში გაიხსნა საბჭოთა არმიის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების მემორიალი. სამშაბათს პუტინი პალესტინელთა ტერიტორიას, იორდანეს დასავლეთ ნაპირს ეწვევა, შემდეგ კი ჩავა იორდანიაში. პუტინმა ბოლო ვიზიტი ისრაელში 2005 წელს გამართა, ეს რუსეთის პრეზიდენტის პივრელი ოფიციალური ვიზიტი იყო ებრაულ სახელმწიფოში.
XS
SM
MD
LG