Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირში მუსლიმთა სალოცავის დაწვას შეტაკება მოჰყვა


ინდოეთის პროვინცია ქაშმირში, ცეცხლმა გაანადგურა მუსლიმთა სალოცავი, რასაც, საპროტესტო გამოსვლის გამძვინვარებულ მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა, ორივე მხარეს დაშავდა 40 პირი. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა ბრბოს წინააღმდეგ, რომელიც ქვებს უშენდა პოლიციას. მასა განარისხა 350 წლის ხის სალოცავის დაწვამ. მასში, გადმოცემით, სუფისტების მე-11 საუკუნის წმინდანის, შეიხ აბდულ ყადირ ჯიპლანის საძვალე იტყო. ხანძრის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. ქაშმირში მცხოვრებ მაჰმადიანთა შორის ძლიერია ანტიინდური გრძნობები. 1989 წლის შემდეგ ისინი ორ ნაწილად, პაკისტანსა და ინდოეთს შორის გაყოფილი რეგიონის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. არეულობებს და ძალადობას ამ ნიადაგზე 70 ათასი ადამიანი ემხსვერპლა.
XS
SM
MD
LG