Accessibility links

საუდის არაბეთი ქალ სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილეობის ნებას დართავს


საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ სამეფოს სახელით ქალ ათლეტებს პირველად მიეცემათ ნებართვა, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიურ თამაშებში. ამის შესახებ ლონდონში საუდის არაბეთის საელჩო იტყობინება. სავარაუდოდ, საუდის არაბეთის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ქალი, მოჯირითე დალმა მალჰასი შეძლებს ლონდონის თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვებას. ქალი და სპორტი რთული თემაა საუდის არაბეთში, სადაც ქალებს, სხვა შეზღუდვებთან ერთად, არ აქვთ მანქანის მართვის უფლება.
XS
SM
MD
LG