Accessibility links

კვიპროსი ევროზონისაგან ითხოვს ფინანსურ დახმარებას


ევროზონის წევრმა კვიპროსმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ აპირებს, ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართოს ევროზონაში შემავალ პარტნიორებს. კვიპროსის მთავრობის განცხადებით, დახმარება სჭირდება კვიპროსის ბანკებს, საბერძნეთთან მათი მჭიდრო კავშირის გამო. კვიპროსი ხდება ევროზონის მეხუთე წევრი, რომელიც დახმარებას სთხოვს პარტნიორებს. აქამდე ესპანეთი იყო ბოლო ქვეყანა, რომელმაც ევროზონის წევრ პარტნიორებს ოფიციალურად სთხოვა მისთვის კრედიტის მიწოდება, კრიზისით მოცული საბანკო სექტორის დასახმარებლად. ევროზონის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ესპანეთისათვის კრედიტების სახით გამოყოფენ 100 მილიარდ ევროს, ანუ 125 მილიარდ დოლარს.
XS
SM
MD
LG