Accessibility links

logo-print

თურქეთის ცნობით, სირიიდან ესროლეს თურქეთის კიდევ ერთ თვითმფრინავს


თურქეთის ცნობით, სირიიდან ესროლეს კიდევ ერთ თურქულ თვითმფრინავს, რომელიც მონაწილეობდა სირიის ჯარების მიერ გასულ კვირაში ჩამოგდებული თვითმფრინავის ძებნის ოპერაციაში. საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ თურქეთის საგარეო უწყების ანონიმი წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობას, რომ თვითმფრინავს ესროლეს, მაგრამ არ ჩამოუგდიათ და აიძულეს, სამხედრო ბაზაზე დაბრუნებულიყო. ოფიციალური პირის თქმით, თურქეთმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სირიას, რომ მისი სამხედროები სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს ესვრიან. დღეს უფრო ადრე, თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინჩმა განაცხადა, რომ „დაუსჯელი არ დარჩება“ სირიის „მტრული ქმედება“. ამასთან, არინჩის თქმით, თურქეთი არ აპირებს „ვინმესთან ომის დაწყებას“.
XS
SM
MD
LG