Accessibility links

logo-print

საბერძნეთში ფინანსთა ახალი მინისტრი გადადგა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, ვასილის რაპანოსმა უარი თქვა ნომინაციაზე. ამჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება. რაპანოსი საბერძნეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარეა. ის გასულ კვირაში დაასახელეს ფინანსთა მინისტრად საბერძნეთის ახალ, კოალიციურ მთავრობაში. მაგრამ ერთგულების ფიცის დადებამდე, ის საავადმყოფოში აღმოჩნდა მუცლის არეში ძლიერი ტკივილისა და თავბრუსხვევის გამო. საავადმყოფოს არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება დიაგნოზის შესახებ. საავადმყოფოში იმყოფება ახალი პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასიც, რომელსაც თვალის ოპერაცია გაუკეთეს.
XS
SM
MD
LG