Accessibility links

ერაყში აფეთქებებმა 10-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დღეს 11 ადამიანი შეიწირა ორ ქალაქში მოწყობილმა აფეთქებებმა. ერთი აფეთქება ორშაბათს საღამოს მოხდა ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბაყუბაში. დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. მოგვიანებით ქალაქ ჰილაში, რომელიც ბაღდადის სამხრეთით მდებარეობს, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი შეიწირა მიკროავტობუსის აფეთქებამ. დაჭრილების რიცხვი 30-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG