თურქეთმა თავის ნატოელ მოკავშირეებს სთხოვა გასულ კვირაში სირიის მიერ თურქეთის თვითმფრინავის ჩამოგდება მთელ ალიანსზე თავდასხმად შეაფასონ. თუკი ნატოს ყველა წევრი თანხმობას განაცხადებს ნატოს ქარტიის მე-5 მუხლის ამოქმედებაზე, ალიანსის წევრები ვალდებული იქნებიან დაეხმარონ თურქეთს დაიცვას თავისი საზღვარი სირიისგან მომავალი საფრთხისგან. თურქეთის ვიცე-პრემიერმა დაადასტურა, რომ ანკარა ნატოსგან ქარტიის მე-5 მუხლის ამოქმედებას ითხოვს. ნატოელი დიპლომატები შეიკრიბნენ დღეს ბრიუსელში თურქეთის წინადადების განსახილველად.
ყველაზე პოპულარული
1