Accessibility links

logo-print

სამხრეთი კორეა 1 ივლისიდან წყვეტს ირანიდან ნავთობის იმპორტს


სამხრეთმა კორეამ დღეს განაცხადა, რომ 1 ივლისიდან შეწყვეტს ნედლი ნავთობის იმპორტს ირანიდან. ეს გაპირობებულია ევროკავშირის მიერ ირანის ნავთობის გადამზიდავი ტანკერების დაზღვევის აკრძალვით. სამხრეთი კორეა არის ირანის ნავთობის მომხმარებელი პირველი უმსხვილესი აზიური ქვეყანა, რომელიც ნავთობის შესყიდვას წყვეტს. მსოფლიოს სატანკერო ფლოტს დასავლური სადაზღვევო კლუბები აზღვევენ პერსონალის ჯანმრთელობასა და გარემოს დაბინძურების ხარჯებზე. ორშაბათს ევროკავშირის მთავრობებმა ოფიციალურად დაამტკიცეს, რომ ირანის ნავთობზე ემბარგო 1 ივლისიდან ამოქმედდება და გააფრთხილეს ირანი, რომ ზეწოლა გაძლიერდება, თუკი ის კვლავაც უგულებელყოფს საერთაშორისო მოთხოვნას მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ.
XS
SM
MD
LG