Accessibility links

logo-print

ირანი: ნავთობის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს


თეირანი აცხადებს, რომ ემბარგო, რომელიც ევროკავშირმა დააწესა ირანიდან ნავთობის ექსპორტზე, „უარყოფით გავლენას“ იქონიებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს - 1 ივლისს ევროკავშირის ემბარგოს ამოქმედებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. გასულ კვირაში მოსკოვში ჩატარდა ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს დელეგაციების მოლაპარაკება, რომელსაც არ მოჰყოლია რაიმე გარღვევა ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოების მოგვარების კუთხით. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, განვლილი ექვსი თვის განმავლობაში 40-მდე პროცენტით შემცირდა ირანიდან ექსპორტის მოცულობა. დღეს სამხრეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ 1 ივლისიდან წყვეტს ირანიდან ნედლი ნავთობის იმპორტს.
XS
SM
MD
LG