Accessibility links

logo-print

უკრაინაში გადაიდო ტიმოშენკოს საჩივრის განხილვა


კიევში სასამართლომ 12 ივლისამდე გადადო უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს საჩივრის განხილვა. ტიმოშენკო ასაჩივრებს მისთვის შვიდი წლით პატიმრობის მისჯას. სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სპეციალიზებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის თხოვნა ტიმოშენკოსთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარებაზე, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პროცესზე დასწრება. ტიმოშენკო ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ დასწრებია დღევანდელ სხდომას. მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ შემდეგი სხდომა ჩატარდება უკრაინასა და პოლონეთში ამჟამად მიმდინარე საფეხბურთო ტურნირის - ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. ჩემპიონატის გამო კიდევ უფრო გაძლიერებულია უცხოეთის მედიის ინტერესი ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის მიმართ. ტიმოშენკოს შარშან, ოქტომბერში მიუსაჯეს პატიმრობა, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. ტიმოშენკო ბრალდებებს უარყოფს და მომხრეებთან ერთად აცხადებს, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული.
XS
SM
MD
LG