Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში მიმდინარეობს ”მასთ ქერის” პრინციპის ამსახველი კანონპროექტის წარდგენა


საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ბიუროს სხდომა, რომელსაც ”მასთ ქერის” პრინციპის ამსახველი კანონპროექტი წარედგინება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ მომზადებული კანონპროექტით საარჩევნო კოდექსს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმად, "საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი და კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომლებიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში არიან.” კანონპროექტის თანახმად, ”სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია და მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება." პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს კანონპროექტის სწრაფად განხილვისა და დამტკიცებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG