Accessibility links

logo-print

სოლტ ლეიკ სიტიში საქართველოს ახალგაზრდა მორაგბეთა ნაკრები დამარცხდა იაპონიის გუნდთან


აშშ-ში, ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში, გრძელდება, ოც წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ალაფა. ტურნირში მონაწილეობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც პირველი ორი თამაში წარმატებით ჩაატარა - დაამარცხა კანადისა და ზიმბაბვეს გუნდები. სამშაბათს ქართველი მორაგბეები ქვეჯგუფში გამარჯვებისთვის ეთამაშებოდნენ იაპონელ თანატოლებს. იაპონიამ გაიმარჯვა ანგარიშით 36:29, რის შედეგადაც მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება. პირველი ადგილისთვის მატჩში, რომელიც შაბათს გაიმართება, იაპონელი მორაგბეები, შეხვდებიან მასპინძელს, აშშ-ის გუნდს. იმავე დღეს საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის ტონგას გუნდს შეერკინება.
XS
SM
MD
LG