Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა ოთხი მეამბოხე მოკლა


პაკისტანის უშიშროების სამსახურის თანახმად, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მეამბოხეთა საყრდენ პუნქტს ესროლა და, სულ ცოტა, ოთხი მეამბოხე მოკლა. კიდევ ორი მეამბოხე დაიჭრა. თავდასხმა მოხდა შავალის რაიონში, სამხრეთ ვაზირისტანში, სადაც თალიბანი და ალ-ყაიდა აქტიურობენ. თავდასხმა მოხდა ისლამაბადის მოთხოვნის მიუხედავად, შეწყდეს საჰაერო რეიდები. პაკისტანი თვლის, რომ ასეთი შეტევები ხელყოფს მის სუვერენიტეტს.
XS
SM
MD
LG