Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თვლის, რომ სირიის თაობაზე შეხვედრას ირანიც უნდა დაესწროს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხად, რომ ჟენევის შეხვედრას, რომელზეც სირიის გარშემო უნდა იმსჯელონ, შაბათს, 30 ივნისს, უნდა დაესწროს ირანის წარმომადგენელიც. ეს ლავროვმა განაცხადა რუსეთის პრეზიდეტის, პუტინის და მისი მასპინძლის, იორდანიის მეფის, აბდულა მეორის შეხვედრის კულუარებში. ჟენევის შეხვედრა კოფი ანანის, გაეროს წარგზავნილის სირიაში, ინიციატივით ეწყობა. არ არის ცნობილი, რომელი ქვეყნები ჩავლენ შევხედრაზე. ლავროვმა განაცხადა, რომ ის ჟენევაში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG