Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს


ინტერპრესნიუსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ მერეთში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს. “2012 წლის 26 ივნისს, სოფელ მერეთში მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები, წაიკითხავთ შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც დასახელებულია ამ პირების გვარები. ცნობის თანახმად, აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც დაკავებულები არიან პოლიციის მიერ და გადაყვანილნი იქნებიან გორის რაიონულ სასამართლოში”.
გორის რაიონის სოფელ მერეთში დღეს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელში ბიძინა ივანიშილი მივიდა და ერთ-ერთმა მოქალაქემ სოფელში მისი მისვლა გააპროტესტა. ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - ქალებიც. შეხლა-შემოხლის დროს წარმოქმნილ ჭყლეტაში მოყვნენ ჟურნალისტებიც. სოფელი მერეთი გორის რაიონში საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს. სოფლიდან დაახლოებით 200 მეტრში რუსეთის საგუშაგოა.
XS
SM
MD
LG