Accessibility links

logo-print

რუსეთში კულტურის მოღვაწეები მოითხოვენ "პუსი რაიოტის" წევრების გათავისუფლებას


რუსეთში კულტურის 100-ზე მეტმა ცნობილმა მოღვაწემ ხელი მოაწერა პეტიციას მოთხოვნით, რომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ ქალთა პანკ-ჯგუფის, "პუსი რაიოტის" სამივე წევრი. პეტიცია დღეს გამოაქვეყნა გაზეთმა „მოსკოვსკი კომსომოლეცმა“. ხელმომწერებს შორის არიან არა მარტო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცნობილი ოპონენტები - ბორის აკუნინი, დმიტრი ბიკოვი, იური შევჩუკი, არამედ მისი რამდენიმე მხარდამჭერიც, მათ შორის მსახიობი ევგენი მირონოვი. "პუსი რაიოტის" წევრები ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, ეკატერინა სამუცევიჩი და მარია ალიოხინა მარტში დააკავეს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში პუტინის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო სიმღერის შესრულების გამო.
XS
SM
MD
LG