Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებებისა და თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10-მდე პოლიციელი


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სამშაბათი საღამოს შემდეგ, სულ ცოტა, 10 პოლიციელი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქებისა და თალიბების თავდასხმის შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, დღეს ჰელმანდის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ბომბის გაუვნებელყოფის მცდელობისას დაიღუპა ოთხი პოლიციელი, მანამდე ასევე ჰელმანდში ორი პოლიციელი შეიწირა გზის პირას ბომბის აფეთქებამ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა იკისრა. ხოლო დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში ოთხი პოლიციელი მოკლეს სამშაბათს საღამოს მათს პატრულზე თავდასხმისას. მეამბოხეები სულ უფრო ხშირად აწყობენ იერიშებს ავღანელ პოლიციელებსა და ჯარისკაცებზე, რომლებიც უსაფრთხოებაზე ზრუნვის მთელს პასუხისმგებლობას ჩაიბარებენ მას შემდეგ, რაც ავღანეთს 2014 წლის ბოლომდე დატოვებენ უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები.
XS
SM
MD
LG