Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" წევრ პარტიებს 2 მილიონ 383 ათას 97 ლარის ჯარიმა დაეკისრათ


სასამართლომ დააკმაყოფილა კონტროლის პალატის კიდევ ერთი შუამდგომლობა და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრ პარტიებს 2 მილიონ 383 ათას 97 ლარის ჯარიმა დააკისრა. კონტროლის პალატამ "ქართული ოცნების" პოლიტიკური სუბიექტები სამართალდამრღვევებად ცნო კომპანია "მენეჯმენტ სერვისის" საქმის გამო. მაისში კონტროლის პალატამ მიიჩნია, რომ ამ კომპანიის მიერ კოალიციისთვის დაქირავებულ ოფისებში ჩატარებული რემონტის ფასი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები იყო, შესაბამისად, წარმოადგენდა უკანონო შემოწირულობას და ”მენეჯმენტ სერვისი” თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. ამ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოც დაეთანხმა, სააპელაციომ კი, თანხა გაანახევრა. ამჯერად კონტროლის პალატამ ”ქართული ოცნების” წევრ პარტიებს მოსთხოვა უკანონო შემოწირულობად მიჩნეული თანხა დაებრუნებინათ ”მენეჯმენტ სერვისისთვის” და უარის შემდეგ, კვლავ სასამართლოს მიმართა. მის დღევანდელ გაფაწყვეტილებას კოალიციის პარტიათა დაჯარიმების შესახებ, ”ქართული ოცნების” ადვოკატები უკანონოდ მიიჩნევენ და 48 საათის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG