Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი სესიაშვილმა სიცრუე უწოდა შსს-ს დღევანდელ განცხადებას


შსს-ს დღევანდელ განცხადებას ”პოლიციელის მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით დაკავების მეორე სერია” უწოდა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი სესიაშვილმა. ის ”პირველ სერიაში” გულისხმობს 17 ივნისს, პოლიციელის მოსყიდვის ბრალდებით ზაზა ჭელიძის დაკავებას, რომელმაც შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მოისყიდა სამართალდამცავი ლაშა კურტანიძე და მას ირაკლი სესიაშვილისგან მიღებული 3 ათასი დოლარი გადასცა. დღეს სესიაშვილმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ”პირველი სერია შეთითხნილი იყო და გამორიცხული არ არის, რომ ახალი ბრალდება პირველის გასამყარებლად სჭირდებათ.” ირაკლი სესიაშვილმა სრული სისულელე და სიცრუე უწოდა იმასაც, რომ კოალიციას ყოველდღიური მოხმარების საგნებში ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა აქვს.
XS
SM
MD
LG