Accessibility links

სირიაში შვიდი ადამიანი დაიღუპა მთავრობის მომხრე ტელევიზიაზე თავდასხმისას


სირიაში გრძელდება შეტაკებები მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აღიარა, რომ ქვეყანა „ომის მდგომარეობაშია“ და ახალ მთავრობას დაავალა, მთელი ძალისხმევა მიმართოს ამბოხების ჩასახშობად. დღეს, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა მთავრობის მხარდამჭერ სატელევიზიო სადგურზე თავდასხმის შედეგად. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ "იხბარიის" ტელევიზიაში დამასკის სამხრეთით, 20-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ დრუშაში. ამ წყაროს ცნობით, დაღუპულებს შორის სამი ჟურნალისტია.
XS
SM
MD
LG