საქართველოს შსს თავისი თანამშრომლების გადაბირების მცდელობაში კვლავ კოალიცია ”ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს.” სამინისტროს განცხადებით, დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს „ქართული ოცნების" აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია, რომლებიც ”ბრალდებულნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში.” შსს-ს მტკიცებით, პერტენავა და ფიფია ახორციელებდნენ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლის კახა ბაღათურიას გადაბირებას. სამინისტრომ გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერები, რომლებშიც მისივე განმარტებით, ფიფია ბაღათურიას ფინანსური ანაზღაურებისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ სთხოვს შსს-დან ინფორმაციის მიწოდებას დაგეგმილი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების თაობაზე, პერტენავა კი ატყობინებს, რომ ინფორმაციის ფარულად მოსაპოვებლად შემოტანილი აქვთ ყოველდღიური მოხმარების სხვადასხვა საგანში ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა.
ყველაზე პოპულარული
1