Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დედოფალმა ხელი ჩამოართვა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ყოფილ ლიდერს


ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ყოფილმა ლიდერმა, მარტინ მაკგინესმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რაც მიჩნეულია შერიგების სიმბოლურ ჟესტად 14 წელიწადში მას შემდეგ, რაც ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ შეწყვიტა შეიარაღებული ბრძოლა ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ. დედოფალი დღეს ბელფასტში შეხვდა მაკგინესს, რომელიც ახლა ვიცე-პრემიერია ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობაში. 3600-მდე ადამიანი, მათ შორის 1000-ზე მეტი ბრიტანელი ჯარისკაცი შეიწირა დაპირისპირებამ ჩრდილოეთ ირლანდიელ კათოლიკე ნაციონალისტებსა და პროტესტანტ უნიონისტებს შორის. კათოლიკე მეამბოხეები იბრძოდნენ ირლანდიასთან გასაერთიანებლად, ხოლო პროტესტანტები - გაერთიანებულ სამეფოში დასარჩენად. დაპირისპირებას ბოლო მოეღო 1998 წლის სამშვიდობო შეთანხმებით.
XS
SM
MD
LG