Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსი დახმარებას სთხოვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს


კვიპროსმა ფინანსური დახმარება სთხოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რის ფონსაც ქმნის ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისი. საინფორმაციო სავალუტო ფონდმა ოთხშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კვიპროსმა მას სთხოვა, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ დახმარებაში, რომელსაც კვიპროსი უცხოეთიდან მიიღებს ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგომი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. კვიპროსი ევროზონის წევრია. მან მიმდინარე კვირაშივე განაცხადა, რომ აპირებს, კრედიტი სთხოვოს ევროზონაში შემავალ პარტნიორებს.
XS
SM
MD
LG