Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იწყება ევროკავშირის სამიტი


ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იწყება. ექსპერტების აზრით, ეს სამიტი იქნება გადამწყვეტი ევროზონის კრიზისის მოგვარებაში. სამიტამდე გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა - ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა პარიზში გამართეს მოლაპარაკებები. მერკელი თვლის, რომ არსებული კრიზისის მოსაგვარებლად ”ჯადოსნური ფორმულა” არ არსებობს, თუმცა, გამოთქვამს იმედს, რომ ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდებიან ეკონომიკის სტიმულირებისთვის ხარჯის გაწევაზე. მოელიან, რომ სამიტზე მსჯელობა ძირითადად საბანკო და ფინანსური ინტეგრაციის ზომებს, უპირატესად კი - ევროზონის საერთო საკრედიტო ვალდებულებებს, ე.წ. ევრობონდებს შეეხება. გერმანია - ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა დღემდე ეწინააღმდეგება ევრობონდების გამოშვებას.
XS
SM
MD
LG