Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი სირიის კრიზისში უცხოელებს ადანაშაულებს


ირანის ელჩმა გაეროში სირიაში მიმდინარე სისხლისღვრაში უცხოელები დაადანაშაულა და უარყო ირანის რაიმე როლი სირიის კრიზისში. ირანელმა დიპლომატმა აგრეთვე განაცხადა, რომ ირანი მზად იყო სირიის კრიზისის მოსაგვარებლად შუამავლის როლი შეესრულებინა. ირანის ელჩის განცხადებები მოჰყვა სირიის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლის კოფი ანანის მიერ შეხვედრის მოწვევას. სირიის კრიზისზე შაბათს ჟენევაში გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი ქვეყნის, აგრეთვე ევროკავშირის, თურქეთის, ერაყის, კუვეიტისა და კატარის წარმომადგენლები. ირანი შეხვედრაზე მიწვეული არ არის. გაეროში ირანის ელჩის განცხადებით, ირანის დაუპატიჟებლობით დასავლეთი სირიას ”უგულებელყოფს.
XS
SM
MD
LG