Accessibility links

logo-print

თურქეთმა საზენიტო თავდაცვის იარაღი განათავსა სირიის საზღვართან


თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თურქეთის არმიამ დაიწყო სირიის საზღვართან საზენიტო თავდაცვის იარაღის განთავსება. ამ ზომას წინ უსწრებდა სირიის ჯარების მიერ გასულ პარასკევს თურქეთის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება, რასაც მოჰყვა ნატოს საგანგებო სხდომა ინციდენტთან დაკავშირებით. ხუთშაბათს გავრცელებული ცნობებით, საზენიტო თავდაცვის იარაღის გარდა, სირიის საზღავრთან განათავსებენ რაკეტებსაც. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სამშაბათს განაცხადა, რომ ანკარა აღარ დაუშვებს მისი საზღვრის დარღვევას სირიის ჯარების მიერ. ერდოანის ინფორმაციით, ბოლოხანს აღრიცხულია თურქეთის საჰაერო სივრცეში სირიის ვერტმრფენების შეჭრის ხუთი შემთხვევა.
XS
SM
MD
LG