Accessibility links

logo-print

დღეს ევროკავშირის სამიტზე ევროზონაში კრიზისის შესახებ მსჯელობენ


ბრიუსელში მიმდინარეობს ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომლის მთავარ თემადაც სახელდება კრიზისი ევროზონაში. სამიტზე იმსჯელებენ, მიზანშეწონილია თუ არა საერთო „ევრო-ობლიგაციების“ გამოშვება. ექსპერტების განმარტებით, ევრო-ობლიგაციები, რახან მათ გარანტორებს შორის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებიც იქნებოდნენ, მაგალითად, გერმანია, კრედიტის აღებას გააიაფებდა ევროზონის სუსტი წევრებისთვისაც. ამ იდეის აქტიური მომხრეა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, მაგრამ წინააღმდეგი გამოდის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ჰოლანდი და მერკელი დღევანდელი სამიტის დაწყებამდე შეხვდნენ ერთმანეთს. ცნობების თანახმად, მერკელმა დაადასტურა თავისი უარყოფითი პოზიცია ამ ეტაპზე ევროობლიგაციების შემოღების მიმართ. გერმანია საჭიროდ მიიჩნევს ევროზონის უფრო მჭიდრო პოლიტიკურ ინტეგრაციას, ეკონომიკური ინტეგრაციის კიდევ უფრო გაღრმავებამდე. შეხვედრა ბრიუსეში გრძელდება. გერმანიის მედიის ცნობით, გერმანია მზად არის დაეხმაროს იტალიას, რათა მან თავიანთი ვალები იოლად გაისტუმროს.
XS
SM
MD
LG