Accessibility links

logo-print

ლავროვი უარყოფს ცნობას, რომ მოსკოვი მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტის გადადგომას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უარყოფს ცნობას, თითქოს მოსკოვი მხარს უჭერდეს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას და სირიაში ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას. ოთხშაბათს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ, როგორც სირიის საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის საგანგებო წარმომადგენელმა, კოფი ანანმა უთხრა ვაშინგტონს, მოსკოვი მხარს უჭერს ამ გეგმას. მაგრამ ლავროვმა დღეს აღნიშნა, რომ მოსკოვი არ ემხრობა და არც მიემხრობა სირიის საქმეებში უცხოეთიდან ჩარევას. შაბათს ჟენევაში ჩატარდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა სირიის კრიზისზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG