Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე


საქართველოში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბარამიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ სექტემბერში საქართველოში იგეგმება ნატოს გენერალური მდივნის რასმუსენის ვიზიტი. საღამოს 5 საათისთვის ალექსანდრ ვერშბოუ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება, ხვალ კი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც დღეს ბათუმში გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს და მისი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ISAF-ის მისიასა და ნატოს ჩიკაგოს სამიტის შემდგომ გეგმებზე მსჯელობენ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, ჩიკაგოს სამიტის შემდეგ საქართველო ნატოს აქტიური პარტნიორი გახდა როგორც რეგიონული, ასევე გლობალური უსაფრთხოების საკითხებში.
XS
SM
MD
LG