Accessibility links

logo-print

ჯონ ბასი: აშშ არ ემხრობა საქართველოში რომელიმე კონკრეტულ პირს, ან პარტიას


საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, შეერთებული შტატების მთავრობა არ უწევს მხარდაჭერას რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ან კონკრეტულ პირს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში. ამ შინაარსის განცხადება ბასმა გააკეთა თბილისში დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. „საქართველოში ჩვენი ძალისხმევა - იქნება ეს მთავრობასთან, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან დისკუსიები, თუ ჩვენი დახმარების პროგრამები - მიზნად ისახავს ამ ქვეყნის ხალხის მხადრაჭერასა და მისი დემოკრატიული კულტურის გაძლიერებას, ქვეყნის მოქალაქეებისათვის შესაძლებლობის მიცემით, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები“ - განაცხადა ბასმა და დასძინა, რომ მთავარი ამოცანაა, ხალხს ჰქონდეს ნდობა დემოკრატიული პროცესების მიმართ. მისივე თქმით, აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს საქართველოში არჩევნების სამეთვალყურეო პროცესს, რომელიც განხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ.
XS
SM
MD
LG