Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: გამოვლინდა უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადმორიცხვის მრავალი შემთხვევა


დღეს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ”ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოვლენილ იქნა პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ფონდ „ქომაგის" მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადარიცხვის მრავალი შემთხვევა.” პროკურატურა აღნიშნავს, რომ ”ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს არსებობას ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემისა, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობენ პარტია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები.” პროკურატურის მტკიცებით, თანხების გადარიცხვა ხდებოდა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ოფშორული კომპანიების ანგარიშებიდან ფონდ „ქომაგში" დარეგისტრირებული პირებისთვის. პროკურატურის ცნობითვე, გადმომრიცხავი ფიზიკური პირები ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა, რიჩარდ ჯეი ტეილორი და სხვები არიან ვანო ჩხარტიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი საქართველოსთან არ გააჩნიათ. ამ საქმის გამო, დღეს პროკურატურამ მოწმის სტატუსით დასაკითხად დაიბარა თანხის მიმღები პირები და მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
XS
SM
MD
LG